გოდერძის უღელტეხილზე 41 მეტრიანი კონსტრუქციით საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება - სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო

Foto

გოდერძის უღელტეხილზე მიმანიშნებელი აბრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამავე ტერიტორიაზე 41 მეტრიანი კონსტრუქციით აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა, ეს სიმბოლო განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი იქნება.

მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. ზურაბ პატარაძე ალპურ ბოტანიკურ ბაღსაც ესტუმრა, ასევე გაეცნო "შუამთობის" სახალხო დღესასწაულისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს.