გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია მცხეთა-მთიანეთის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილა

 გივი მიქანაძემ ჩუღურეთის რაიონის სასკოლო საზოგადოებასთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილა.

შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა რეფორმის ძირითად ამოცანებზე, რომლებიც ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული გამოწვევების ეფექტურად დაძლევას, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და განათლების ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად.