აბიტურიენტთა საყურადღებოდ! - 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა
1786356322
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელ ალექსანდრე ქაჯაიასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა, მათთვის საინტერესო საკითხებზე, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
სამინისტროს მხარდაჭერით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია საქართველოში 9-15 აგვისტოს ჩათვლით იმყოფება და მას ახალგაზრდობის სააგენტო მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების, მუზეუმებისა და საგანმანათლებლო სივრცეების დათვალიერება, ასევე სტუმრებისთვის ქართულ ტრადიციებთან დაკავშირებული აქტივობებისა და მასტერკლასების გამართვა.
ახალგაზრდული დელეგაციის ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცება და ახალგაზრდულ სფეროში გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.