პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” - გიორგი კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე 7-8 მარტის აქციის ერთ-ერთი მონაწილის, სალომე კენჭიაშვილისთვის მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.
„ახლა კი სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის. არც მხოლოდ ჭავლზე ცეკვისთვის დაგვინიშნავს სტიპენდია – ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავაკეთეთ ეს, რაც რადიო თავისუფლების სიუჟეტის ნახვის შემდეგ კარგად დავინახეთ, რომ ერთი მხრივ როგორ ზუსტად ჰქონდა მას გაცნობიერებული სამოქალაქო პოზიცია, როგორი თავდაჭერილი და ზრდილობიანი იყო, როგორი განათლებული და წარმატებული სპორტში. და ამის პასუხად ავიტანე გაუგონარი ტალახი (რა მნიშვნელობა აქვს ტროლი წერდა თუ ბოტი) და ერთი პატარა ხუმრობა მაინც დავიმსახურე”, – წერს გიორგი კეკელიძე.