პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მაშველის, გიორგი მარგიანის დედამ, „ღამის პრაიმთაიმის“ ეთერში შვილთან ბოლო საუბარი და ტრაგედიის დღე გაიხსენა.
„გიორგი იყო ჩემი საფიცარი, ჩემი ნანატრი, ერთადერთი ბიჭი. 27-ში მომიტანა ტელეფონი საჩუქრად, ყველაფერი გადაგიწერეო და რაც ვერ მოვასწარი, რომ მოვალ სმენიდან გადავწერო.
7 საათზე გავიდა სახლიდან, აბა, დედა კარგად იყავი, ხელი დამიქნია, არ ვიცოდი, რომ გუდაურში მიდიოდა იმ დღეს... გავხსენი ის ტელეფონი და ვერტმფრენი ჩამოვარდა, ეს დავინახე და ტელეფონი გამივარდა ხელიდან, ინსტინქტურად წივილი დავიწყე... ვიფიქრეთ, რომ წავიდა დასახმარებლად, ამის იმედიც გვქონდა, ერთი წუთიც ვეღარ გავძელი სახლში და წავედი პირდაპირ იქ, სადაც მუშაობდა, იქაც დამიმალეს, ვინ მეტყოდა, მივხვდით მერე. არ ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება გიორგის გარეშე...
წყალში არ შეხვიდე-თქო ვაფრთხილებდი, ავარიის მეშინოდა უფრო, სწრაფად არ იაროს-თქო, მაგრამ ამას ნამდვილად არ მოველოდი...“, - ამბობს გიორგი მარგიანის დედა.