პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
21 წლის გიორგი ინანაშვილი, რომელსაც თითქმის მთელი საქართველო 3 წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
გიორგი ინანიშვილი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მას ოპერაციის შემდეგ იუნგის სარკომა (ჩონჩხის ავთვისებიანი სიმსივნე) დაუდგინდა.
როგორც ირკვევა, ბიჭის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ მკვეთრად დამძიმდა.
„გიო, დე, ეს სამი წლის ბრძოლა გევედრები, წყალში არ ჩაყარო. შენი ხმა გამაგონე, 10 დღეა ვკვდები, შვილო. მობილურით როდემდე ვუსმინო შენს ლექსებს და ვიდეოებს... ხელი არ გამიშვა დედი, იცოდე, სადაც შენ ხარ, მეც იქ უნდა ვიყო“, - დაწეა 2 დღის წინ გიორგის დედამ, თამუნა მჭედლიშვილმა.