დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ჟურნალ „სარკესთან“ ჩვილებით ვაჭრობის საქმის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ მისი ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო.
თამუნა მუსერიძე:
„გინეკოლოგები და მათი უახლოესი გარემოცვა ამტკიცებდა, რომ ჩვენ ყველანი ვიტყუებოდით. ახლა მიჩუმდნენ და აღარ გამოდიან კომუნიკაციაზე, აღარ გველაპარაკებიან. გამოძიებას რამდენიმე ქეისი წარვუდგინე, მაგრამ ხუთი საქმით დაინტერესდნენ. სამწუხაროდ, ყველა დეტალს ვერ მოვყვები, რადგან ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე.
გამოძიება დაიწყო მას მერე, რაც დადასტურებულად აღმოგვაჩნდა ფაქტები...
ამხელა სქემაში, როგორც ჩანს, უამრავი ადამიანი იყო ჩართული. ალბათ, მუქარაც განხორციელებულა თქვენ მიმართ. ჩემი ჯგუფის წევრების მიმართ უფრო იყო. ერთ-ერთი რეგიონიდან გინეკოლოგმაც კი შემომითვალა, თამუნა არ ჩამოვიდეს, თორემ ვესვრიო. არ მეშინია, მაინც ჩავალ. ახლა გამოძიებისგან ველოდები პასუხს კითხვაზე, სად წაიყვანეს ამდენი ბავშვი. ოფიციალური პასუხი გვინდა ამ სტრუქტურისგან. არც მე და არც დედებს, ვისი შვილებიც ვიპოვეთ, არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ ვინმე დაიჭირონ. არც ერთს შეუტანია სარჩელი…“