ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
1736185139
თბილისის მერი კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც ხუთი მცირეწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი საქართველო.
სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს“, - წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, დღეს დილით მოხდა.