„ღამის თორმეტ საათზე ღმერთს ვთხოვე, ნიკოლოზი როგორიც იყო, ისეთი დავხატო-თქო...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ნინო ნადირაძე

ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე წმინდა ნიკოლოზის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც თავად დახატა.

„ღამის თორმეტ საათზე ღმერთს ვთხოვე, ნიკოლოზი როგორიც იყო, ისეთი დავხატო-თქო, ღამის სამ საათზე ასეთი მიყურებდა. სხვანაირად მიყვარს ეს დღე, ნიკოლოზობას გილოცავთ“ - წერს ექიმი.