„ღამე მესმის ბავშვების ლაპარაკი, „ის გოგო სად უნდა დავაწვინოთო? - ფილიპე 11 წლისაა და ამბობს...“ - მამა ლევანი

მამა ლევანი

კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარი მამა ლევანი, რომელმაც გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კასპში, ქმრის მიერ მოკლული თათია ლომინაძის გოგონას იშვილებდა, მორიგ პოსტს აქვეყნებს.

„გუშინ, კლინიკაში რომ მივედი და მითხრეს გარდაიცვალაო, აი ძალიან გავნერვიულდი რა. რომ წავედი ფიქრებში, სახლში არ ვიყავი მოსული, არც ფოფოდიასთან შემითანხმებია, რომ ვთქვი, თუ ჩათვლიან საჭიროდ მე ვიშვილებთქო, გაუგიათ ჩემ ბავშვებსაც.

ჩვენი სახლი პატარა არაა, მაგრამ რაც მოწყობილი გვაქვს, ზუსტად 6 საწოლია და ღამე მესმის ბავშვების ლაპარაკი: „ის გოგო სად უნდა დავაწვინოთო?“ - ფილიპე 11 წლისაა და ის ამბობს „მე დავწვები ძირს და“ - არ ეტყობა მეუფე სერგის ნათლული რომაა? 

საოცარი კიდევ ის არის, ზუსტად გუშინ დამირეკა ახლობელმა, „სხვა ოთახების კეთება დავიწყოთო“, - წერს მამა ლევანი სოციალურ ქსელში.