გერმანიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები

ცფდ

გერმანიაში, ბავარიაში, ხოფბერგის მთის მიმდებარე ტყეში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვერტმფრენი კერძო კომპანიას ეკუთვნოდა. ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა, პოლიციამ მათ დაღუპვის ფაქტი უკვე დაადასტურა.

მეხანძრე-მაშველების განმარტებით, ადგილზე მისვლის დროს ერთ-ერთი პილოტი ვერტმფრენის ნამსხვრევებიდან მოშორებით იწვა, მეორე კი ვერტმფრენის შგნით იყო გაჭედილი. მათი განმარტებით, ერთ-ერთი პილოტის რეანიმირება შეძლეს, თუმცა მისი გადარცენა მაინც ვერ მოხერხდა.