გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 05:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭილურტი, პეტრიანი, ბუჩუნტლიანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სტეფანწმინდა, სნო, აჩხოტი, არშა, ცდო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.