დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
რამაზ დავლაძე, რომელსაც ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაეღუპა, თბილისში ჩამოვიდა და გუდაურში ტრაგიკულად გარდაცვლილი მაშველები უკანასკნელ გზაზე გააცილა.
რამაზ დავლაძემ საზოგადოებას ემოციური სიტყვებით მიმართა.
„თუ შეიძლება ერთს ვიტყვი, ახლა გზაზე რომ მოვდიოდი, ზოგი მანქანა ძალიან სწრაფად მოძრაობს, ნუ იმოძრავებთ სწრაფად, არ გეჩქარებათ არსად. გაუფრთხილდით იმას, ვინც გყავთ. ღმერთმა დაიფაროს ყველა, ჩემნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ვინმე. გაუფრთხილდით ჩვენს სიცოცხლეს და ცხოვრებას, იმიტომ, რომ არაფერს ფასი არ აქვს, თუკი საყვარელი ადამიანები გვერდით არ გეყოლებათ. ჩემს სიცოცხლეში ყველაფერმა ფასი დაკარგა, სულ ყველაფერმა. ასე რომ, გაუფრთხილდით და მოეფერეთ ერთმანეთს“, - თქვა რამაზ დავლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.