გასულ წელს, 1 136 ხანდაზმულზე იძალადეს - საგანგაშო სტატისტიკა

მოხუცი

2022 წლის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის სტატისტიკის მიხედვით (შემაკავებელი ორდერები), 61+ ასაკის 323 მამრობითი და 813 მდედრობითი მსხვერპლია გამოვლენილი. 

ამის შესახებ ინფორმაცია, მოცემულია სახალხო დამცველის ანგარიშში. 

„ოჯახის წევრების მხრიდან ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის აქტები ხშირია საქართველოში.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხანდაზმულთა მიერ სათანადოდ არ არის გაცხადებული მათ მიმართ ძალადობის შესახებ. ძალადობის გავრცელებულ ფორმებს მიეკუთვნება უგულებელყოფა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც ასევე გულისხმობს დამცირებას
და სხვა ადამიანებთან კონტაქტზე უარის თქმას და ფინანსური ძალადობის სხვა ფორმებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ოჯახში ძალადობის სტატისტიკის მიხედვით (შემაკავებელი ორდერები), 2022 წლის განმავლობაში, 61+ ასაკის 323 მამრობითი და 813 მდედრობითი მსხვერპლია გამოვლენილი. აქვე, ძალადობის სახეების სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირია ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური და ფიზიკური სახეები“, - აღნიშნულია ანგარიშში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„დედამ ნიშნობა მხოლოდ ერთი პირობით დაუშვა...“ - მოკლული 14 წლის გოგოს დედის ადვოკატი

„სახლიდან გავაგდე... იტყუება! ხალხზე მანიპულირებს“ - თი მაჭავარიანი ყოფილ მეუღლეზე

„ მძიმე ემოციური ფონი აქვთ“ - სასამართლოში 14 წლის გოგონას მკვლელობისთვის ბრალდებული კაცის მშობლები დაიბარეს