„გართულებების 60-70% სახლში ჩატარებული პროცედურებით არის გამოწვეული" - დერმატო- კოსმეტოლოგის გაფრთხილება

პლასტიკური ქირურგია

ესთეტიკურ მედიცინაში გართულებების 60-70% სახლში ჩატარებული პროცედურებით არის გამოწვეული – ამის შესახებ დერმატო-კოსმეტოლოგმა დალიკა ანდღულაძემ „შუადღეში“ ლალი ტოტიკაშვილის რუბრიკაში ისაუბრა და დასძინა, რომ მაღალი რისკის პროცედურას პროფესიონალი სახლში არ ჩაატარებს, რადგან მან იცის რისკები. 

„არ გადის ერთი კვირაც კი, რომ არ მთხოვონ ჩართულობა მძიმე ესთეტიკური „ქეისების“ გამოსწორების კუთხით, და სამწუხაროდ, ამ გართულებების 60-70% სახლში ჩატარებული პროცედურებით არის გამოწვეული. მაღალი რისკის პროცედურას პროფესიონალი სახლში არ ჩაატარებს, რადგან მან იცის რისკები",- ამბობს დალიკა ანდღულაძე.