„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
„თუ ჩინეთს შევხედავთ იქ უკვე არსებობს ჩვეულებრივი კოლონიები სადაც აუცრელი ხალხი გადაჰყავთ. ძალიან ცუდი პირობებია და ძალიან ცუდი შემთხვევაა“ - ამის შესახებ ყოფილმა ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან განაცხადა.
„მე ნამდვილად არ ვარ იმ დონეზე ინფორმირებული, რომ ვიცოდე რას და როგორ აპირებენ, მაგრამ თუ ჩინეთს შევხედავთ იქ უკვე არსებობს ჩვეულებრივი კოლონიები სადაც აუცრელი ხალხი გადაჰყავთ.
ძალიან ცუდი პირობებია და ძალიან ცუდი შემთხვევაა კოლონიების არსებობა. ვინაიდან საქართველოში მოსახლეობა გვყავს უსახლკარო არა მგონია კოლონია აშენდეს და ამისთვის გამოყონ ფინანსები, ერთადერთი ეს გადაგვარჩენს ალბათ“, - ამბობს ხატია სიჭინავა.
აქვე განვმარტავთ, რომ არსებული ინფორმაცია არის მცდარი. რადგან მსგავსი კოლონია ნამდვილად არ არსებობს.
ჩინეთი “ნულოვანი კოვიდის” პოლიტიკას ახორციელებს, რის გამოც კორონავირუსის შემთხვევების მატების დროს კარანტინს აცხადებს და მოსახლეობა ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, შემდგომი გავრცელების თავიდან არიდების მიზნით საკარანტინე სივრცეებში გადაჰყავს.
ასევე, ფაქტ-ჩეკერი BBC-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთში გამკაცრებული ღონისძიებები მოიცავს მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას, კონკრეტული უბნებისა და დასახლებების სრულად ჩაკეტვას და იზოლაციის მიზნით ინფიცირებული ადამიანების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანას. ამ ეტაპზე კორონავიირუსის ეპიცენტრი ჩინეთში ქალაქისი სიანია, სადაც დეკემბრის ბოლოს კარანტინი გამოცხადდა და მოსახლეობას სახლიდან გასვლა აეკრძალა. მასობრივი ტესტირების დროს ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა და ის პირები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ და მათი კონტაქტები, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს.