„არავითარ შემთხვევაში პური არ უნდა იყოს ჩაფხვნილი საკვებში“ - პედიატრის გაფრთხილება
1744874503
ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ეპიდემიოლოგებს მიმართავს და სტატუს აქვეყნებს.
„მართლა მაინტერესებს, ასე ძნელია აღიაროთ, რომ აჯობა ჩვენმა იმუნიტეტმა და დამთავრდა პანდემია? ამ აბსურდის თეატრში ჭ კლასის როლები როდემდე უნდა ასრულოთ?“, - წერს ხატია სიჭინავა.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 087 პირი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 092 684-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 977 832 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 813 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 22,42%, ბოლო 14 დღის - 15,32%, ბოლო 7 დღის - 19,58%.