ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ექიმი გარდაიცვალა
1685830467
ბაღებში სასწავლო პროცესი 17 იანვრიდან განახლდება.
როგორც „პრაიმტაიმს„ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სექტორი სწავლის პროცესის აღდგენას სრულად მობილიზებული ხვდება.
„17-დან იწყება სწავლა. მომზადებულია ბაღები, დეზინფექცია ჩატარებული, ყველა საჭირო პროცედურა, რაც ბაღის გახსნის წინ ტარდება ხოლმე ჩატარებულია. ბაგა - ბაღი აღჭურვილია ინვენტარით, რაც საჭიროა რეგულაციების დასაცავად. ემზადებიან პატარების მისაღებად“, - განუცხადეს “პრაიმტაიმს„ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
სექტორი მშობლებს მოუწოდებს გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ან მის ოჯახის წევრს ექნება საეჭვო სიმპტომი, არ გამოუშვან პატარები ბაღში.
ოჯახი თბილისში დაკარგულ კაცს ეძებს
1685825574