“განადგურებულები ვართ, რა გვეშველება არ ვიცით…" - ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა

სნნს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა.

დაზარალებულების თქმით, დამწვარია 13 ჯიხური, პროდუქცია კი 100%-ით განადგურებულია.

როგორც ისინი "ინფო იმერეთთან"აცხადებენ, ცეცხლი გამთენიას გაჩნდა.

"ღამის 4-ის წუთები იყო, როცა ხანძარი შესახებ გავიგეთ, როდესაც ადგილზე მოვედით, ცეცხლში იყო ყველაფერი გახვეული, დამწვარი და განადგურებულია 100% პროდუქცია, 13 ჯიხურია დამწვარი, დაზღვევა არ გვაქვს, არ ვიცი რა გვეშველება", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.