1734003706
„გამთენიისას მოსულა მკვლელი...“ - ვარკეთილში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები
ვარკეთილში, სისხლიანი გარჩევის სავარაუდო მიზეზად, მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რომელიც 2 ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა. მოკლულები მეგობრები იყვნენ - 40 წლის ნიკა არჩვაძე და 39 წლის ბაჩო ბაშარული.
დაღუპულების ახლობლების თქმით, ორივეს შვილები დარჩა, ბაშოს - 3 შვილი, ნიკოლოზს კი 2 შვილი ჰყავს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდები ერთ-ერთ ბინაში მეზობელმა ჩაცხრილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
ბრალდებულმა თბილისში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრებ 1985 წელს დაბადებულ ბ.ბ. -ს და მის მეგობარს 1984 წელს დაბადებულ ნ.ა. -ს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - წერია შს სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
AMBEBI.ge-სთან საუბარში მოკლული ახალგაზრდების ახლობელი ჰყვება, რომ ბიჭები დაბადებვის დღეზე იყვნენ. კონფლიქტიც აქ მოხდა. გამთენიისას მოსულა მკვლელი და ორივე მოუკლავს.