თბილისში, მტკვარში გადავარდნილ ახალგაზრდა ქალს ამ დრომდე ეძებენ
1743623687
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ შინდისში, ფიზიკური პირი ბაადური მეზურნიშვილის კუთვნილ ობიექტზე, გამოავლინეს ცხოველთა არალეგალური სასაკლაო.
კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სანიტარული-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა ცხოველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით. შემოწმების პროცესში გამოვლინდა 600 კგ-მდე საქონლისა და 200 კგ-მდე ცხვრის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი.
გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება - ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას განაგრძობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.