გამოკითხულთა 78%-ს კონდიციონერი არ აქვს - კვლევა

კონდინციონერი

კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უდიდეს ნაწილს კონდიციონერი არ აქვს.

უფრო კონკრეტულად, კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოქალაქეების 21%-ს სახლში კონდიციონერი აქვს, 78%-ს კი არა.

საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ექვს თვეში ქვეყანაში 47.3 მლნ დოლარის კონდიციონერების იმპორტი განხორციელდა.