„მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -7°-მდე დაეცემა...“ - ამინდი უარესდება
1761767088
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდის პროგნოზის შესახებ წერს:
,,30 ოქტომბერს – შუადღიდან გამოიდარებს და გარძელდება მშვიდი, თბილი დღეები.
და აქვე ჩემი სურვილები თქვენთვის ამინდის აქცენტით – თუ წვიმს – დაე, წვიმამ წაიღოს ის, რაც აღარ გვჭირდება და დატოვოს მხოლოდ ის, რაც გვანათებს…
თუ ქარია – დაე, ეს იყოს მოძრაობის სიმბოლო, წაიღოს ძველი ტკივილები და მოიტანოს ახალი სუნთქვა.
მზის გამონათება – ეს იყოს შვება, შეხსენება რომ ყოველი ღრუბლის მიღმა სინათლეა, და ყოველი დღე ახალი შესაძლებლობა.
თუ ცივა – სითბო ადამიანებში ვიპოვოთ, ერთმანეთის სიტყვებმა გაგვათბოს, როცა ამინდი ამას ვერ ახერხებს.
და თუ ცისარტყელა გამოჩნდება – ეს იყოს ნიშანი, ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი გადის, რომ სილამაზე ხშირად სწორედ წვიმის შემდეგ ჩნდება…“, – წერს მეტეოროლოგი.