ბექა დავითულიანი: მომავალი 4 წლის განმავლობაში გავატარებთ და შევასრულებთ ყველა იმ პოლიტიკურ დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდ ჰქონდა ჩვენს გუნდს, კახა კალაძესა და თითოეულ მაჟორიტარ დეპუტატს

ბექა დავითულიანი

მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ წუთებში ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები იხსნება. მერვე მოწვევის თბილისის საკრებულოს პირველ სხდომას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის.

პირველი სხდომის მიზნებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა თბილისის საკრებულოს წევრმა ბექა დავითულიანმა.

„დღეს შედგება პირველი სხდომა ახალი საკრებულოსი. არჩეული იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, განაწილდება ფრაქციები, შესაბამისად კომისიები და კომისიის თავმჯდომარეები. დღეიდან შევუდგებით მუშაობას ამ ქალაქისთვის. მომავალი 4 წლის განმავლობაში გავატარებთ და შევასრულებთ ყველა იმ პოლიტიკურ დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდ ჰქონდა ჩვენს გუნდს, კახა კალაძესა და თითოეულ მაჟორიტარ დეპუტატს“, - განაცხადა დავითულიანმა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები მიმდინარეობს.