გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„რუსთავი 2-ის“ ეთერში ელენის შოუს ოფიციალური ანალოგი, „ურუსკესი“ დაიწყო.
წამყვანმა, რუსკა მაყაშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას და აღიარა, რომ ძალიან ნერვიულობს, ამიტომ პირველ გადაცემაზე დედა წამოიყვანა.
„გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მიყურებთ, ძალიან მიხარია, რომ მოხვედით, მე ვარ რუსკა მაყაშვილი, ეს ჩემი გადაცემაა.
გამარჯობა დედა - ვნერვიულობდი და გამომყვა, დედაა მაინც ხომ გესმით, ვისაც არ გესმით მე მესმის თქვენი, ნუ მესმოდა სანამ გავხდებოდი ილიას და კატოს დედა , მე ვარ რუსკა ურუსკესის წამყვანი, ორი შვილის დედა“, - განაცხადა გადაცემის დაწყებისას რუსკა მაყაშვილმა.
ცნობისთვის, „ურუსკესი“ - ელენის შოუს ოფიციალური ანალოგია. ფორმატი იმეორებს ელენ დეჯენერესის პროექტის კონცეფციას.
რუსკა მაყაშვილი ამ დრომდე არაერთი გადაცემის წამყვანი ყოფილა, თუმცა პირველად გაუძღვება საავტორო ტოქშოუს.