„გახსოვს, კაბას რომ ვარჩევდით, შენს ქორწილში რა უნდა ჩემაცვა?!“ - ცნობილია, ქუთაისში ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

ლუკა ებრალიძე

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა ლუკა ებრალიძეა. სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები წერენ.

„ჩემი მამიდაშვილი, ნათლია, ძმა, საუკეთესო მეგობარი, მეორე პატარა მამა - ყველაფერი იყავი, ლუკი, ჩემთვის.  გახსოვს, კაბას რომ ვარჩევდით, შენს ქორწილში რა უნდა ჩემაცვა?! ახლა რა ვქნა, ლუკი? ასე ადრიანად რატომ დამტოვე? ვინ მომცემს რჩევებს, ლუკი? ვინ დამიდგება სულ გვერდით, ლუკი? შენს გარეშე როგორ ვიცოცხლო, ლუკი?“

„სამივე დედისერთაა...“

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა მდინარეში გადავარდა, მასში მყოფი სამივე ახალგაზრდა დაიღუპა.