"გაიცნო ერთი გოგონა... ერთობლივად გადაწყვიტეს, უცხოურ „ვოისში“ მიეღოთ მონაწილეობა“ - რას იხსენებს ლევან კბილაშვილის მეგობარი

levan

მუსიკოსი დათო ლონდარიძე გარდაცვლილ კოლეგასა და დიდი ხნის მეგობარს, ლევან კბილაშვილს ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს და მისი უცნობი რომანის შესახებ საუბრობს:

„გაიცნო ერთი გოგონა, რომელიც საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა. მათ შორის რომანი გაჩაღდა და ერთობლივად გადაწყვიტეს, უცხოურ „ვოისში“ მიეღოთ მონაწილეობა.

დიდი წარმატებით ჩაიარა მისმა გამოსვლამ. ამ ქვეყანაში 6 წელი დაჰყო…

ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო. ბოლო დროს სულ ფიქრობდა, არჩევანში იყო. უნდოდა, ოჯახი გაეხარებინა, რაღაც ვერ მოაბა თავი. უზომოდ ბევრს შრომობდა…“, იხსენებს მეგობარი.

მომღერალი ლევან კბილაშვილი მოსკოვში, 21 ივნისს, 32 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წლებში ლევანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ლევან კბილაშვილი 2011 წელს პოპულარულ მუსიკალურ პროექტ "ჯეოსტარში" მონაწილეობდა. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო რუსეთში, მუსიკალურ პროექტ The Voice-ში. გარკვეული დროის განმავლობაში, გამოდიოდა ცნობილ რუს მომღერალთან, ლუბოვ უსპენსკაიასთან ერთად.