დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
21 ივნისს მოსკოვში გარდაცვლილი 31 წლის მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა სოციალურ ქსელში ძალზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
შვილმკვდარი დედა ლევანის ვიდეოებს და ფოტოებს შორის, ცნობილ სერბ კინორეჟისორთან, ემირ კუსტურიცასთან ერთად გადაღებულ ლევანის ვიდეოს აქვეყნებს და წერს.
"ემირ კუსტურიცა ლევანის ნამღერს აფასებს როგორც "ლეგენდა". ასეთი აღიარება, შვილო??? და მერე ვისგან... თვითონ ლეგენდაა ეს ადამიანი... ძალიან ვუყვარვარო, რომ მეუბნებოდი... დამირეკეს, დეე, იცი, როგორ ტირის???" - წერს მელიტა ფურცელაძე.
"სული და ხორცი ერთდროულად კი არ მეწვის, მეხრუკება. შენ როგორ ხარ, დე? ვემზადები მოვიდე, გნახო. ალბათ, უკვე დაისვენე. ისე იყავი ემოციებისგან დაცლილი.
ტელეფონს დავყურებ ყოველ წუთს, შენს შეტყობინებას ველოდები, მაგრამ... როგორ ძლებ? ამ ხუთი წლის მანძილზე ხომ არ ყოფილა დღე, ჩვენ არ გვესაუბრა. დღის ბოლოს, ყოველ საღამოს თუ არ მირეკავდი, მწერდი - დე, სახლში ვარო. უკვე ცხრა დღეა არაფერი მოგიწერია, არც დაგირეკავს, არადა, გელოდები, გელოდები და დაგელოდები. აბა, რა ვქნა?
ლევანიკო, ჩემო ლევანო...
გენაცვალე შენ. როგორც შენ იტყოდი - "მიყვარხარ, დე, კარგი დედი" ასე მთავრდებოდა ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ჩვენი საუბარი" - წერს "ფეისბუქზე" მელიტა ფურცელაძე