გაიცანით გიორგი მახარაშვილის ოჯახი - მომღერალი დათო ევგენიძის დონორია

ევგემ

ცნობილი გახდა, რომ მომღერალი გიორგი მახარაშვილი, მუსიკოს დათო ევგენიძეს ღვიძლს გადაუნერგავს.

მუსიკოსები სტამბოლში არიან, დათო ღვიძლის გადასანერგად ემზადება.

გიორგი დათოს დონორია და უფროს კოლეგასა და შვილის ნათლიას, თავისი ღვიძლი უნდა გადაუნერგოს.

ამ ამბის შემდეგ გიორგისა და მისი ოჯახის მიმართ დადებითი კომენტარები არ წყდება.

„მარტო ამ კაცის საქციელი გაფიქრებინებს, რომ ეს ქვეყანა გადარჩება და წინ მარადისობაა. გიორგი არის ვაჟას ქვეყნიდან“ „გმირია. წერტილი“. „გიორგი იხარე შენი ოჯახით“

გიორგის მეუღლე, ლეკა მიქაძეა, ისინი დიდი ხანია ცოლ-ქმარი არიან და ერთი შვილიც ჰყავთ. 

ლეკა instagram გვერდზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, არის ბლოგერი და მისი ჩაცმის სტილი მუდამ ყურადღებას იქცევს.

ნახეთ ფოტოები: