გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დღეს აბიტურიენტებმა შედეგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიგეს. mshoblebi.ge გაგაცნობთ მომავალ სტუდენტებს, რომლებმაც მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლეს:
ნია ჩაჩანიძე სკოლა "ოპიზას" კურსდამთავრებულია. ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასების, 60 ქულის მიღება შეძლო. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. ამბობს, რომ შედეგის მიღწევა შრომისმოყვარეობისა და სისტემატური მუშაობის შედეგია.
კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შეფასების მიღება შეძლო, ნინი აბჟანდაძეა. მან თერჯოლის რაიონში, ახალთერჯოლის საჯარო სკოლა დაამთავრა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით გეგმავს სწავლის გაგრძელებას.
ბარბარე ფანცხავამ ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლა დაამთავრა. კომპიუტერულ მეცნიერებებზე გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასების მიღება შეძლო და ამბობს, რომ ეს მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. სრულად
ასევე წაიკითხეთ და ნახეთ:
დღეს სუპერმთვარეა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ
„7 წლის შვილი დაეღუპა შარშან და ნერვიულობამ შეიწირა - ცნობილი ბიზნესმენი გარდაიცვალა
VIDEO: მარტოკაცი მიმართვას ავრცელებს - „არ მოგაკლდებათ გართობა, საჩუქრები, თავგადასავლები“