„საუკუნის ძარცვა“ ქართულად - 132 ოქროს ზოდის მოპარვის საქმე 15 წლის შემდეგ გაიხსნა
1741849662
ელექტრომობილების მფლობელებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საიმედო და ეფექტურ დამტენ მოწყობილობებზე წვდომა. შესაბამისად, დიდია მოთხოვნა ხარისხიან დამტენ მოწყობილობებზე.
მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, E-Motors Georgia გთავაზობთ პორტატიულ და სტაციონარულ დამტენებს, რომლებიც მაღალი სტანდარტების შესაბამისია და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ ფუნქციონალებს მოიცავს.
დამუხტეთ ელექტრომობილი ნებისმიერ ადგილას
საქართველოს ელექტრომობილების ბაზარზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხარისხიანი დამტენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა. მომხმარებლებს სჭირდებათ მოქნილი მოწყობილობები, რომელთა დახმარებითაც ელექტრომობილს დამუხტავენ როგორც სახლში, ისე სამუშაო სივრცეში, შორ მანძილებზე თან წაიღებენ და შეუფერხებლად იმოგზაურებენ.
E-Motors Georgia-ს მიერ შემოთავაზებული ელექტრო ავტომობილის დამტენები დამუხტვის სრულად დამოუკიდებელ შესაძლებლობას გაძლევთ. ამიტომ, აღარ მოგიწევთ ფიქრი, თუ სად დატენოთ ელექტრომობილი, ან დარდი, ღირს თუ არა საერთოდ მისი შეძენა.
მაღალი სიმძლავრის DC დამტენები (7-30 კვტ) ელექტრომობილებს სწრაფად მუხტავს. ეს მოწყობილობები ოპტიმიზებულია კომერციული თუ კერძო გამოყენებისთვის და შესაფერისია როგორც სახლის პირობებში, ისე ბიზნეს ობიექტებზე ან საჯარო სივრცეებში განთავსებისთვის.
პორტატიული AC დამტენები კომპაქტურია, მარტივად გადაადგილდება და ნებისმიერ გარემოში იდეალურად მუშაობს. შესაბამისად, შეგიძლიათ ელექტრომობილი ნებისმიერ დროსა და ადგილას შეზღუდვების გარეშე დამუხტოთ.
სპეციალიზებული გადამყვანი კაბელები სხვადასხვა მოდელის ელექტრომობილის დამტენთან თავსებადობას უზრუნველყოფს. მაგალითად, TYPE2-TYPE2 გადამყვანი კაბელი 7 მეტრი სიგრძისაა და ობიექტებს შორის მანძილს, ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, მარტივად ფარავს. რაც შეეხება TYPE2-GBT კაბელს, ის Type 2 ავტომობილებს GBT სადგურებთან აკავშირებს.
ყველა მოწყობილობა მკაცრ ხარისხის კონტროლს გადის და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. დამტენები აღჭურვილია კლიმატური პირობების მიმართ მდგრადი კორპუსით, თანამედროვე გაგრილების სისტემითა და მრავალდონიანი დაცვის მექანიზმებით.
მოწყობილობებს მრავალენოვანი ინტერფეისი აქვს, რაც გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
როგორ შეიძინოთ E-Motors Georgia-ს დამტენი?
კომპანია შესაძლებლობას გაძლევთ, შეძენამდე დეტალურად გაეცნოთ სასურველი დამტენი მოწყობილობის მონაცემებს.
პროცესი მარტივია: საიტის მეშვეობით დაჯავშნეთ ვიზიტი E-Motors Georgia-ს შოურუმში, რომელიც ბელიაშვილის 49-ში მდებარეობს. ვიზიტის დროს იხილავთ დამტენს, მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას უპირატესობების, ტექნიკური მახასიათებლებისა და გამოყენების წესების შესახებ.
კომპანიის გამოცდილი გაყიდვების წარმომადგენლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, რაც იდეალური მოწყობილობის შერჩევაში დაგეხმარებათ.
E-Motors Georgia აქტიურად უწყობს ხელს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებას და დამხმარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას საქართველოში. გახდით ამ დადებითი ცვლილების ნაწილი თქვენც.