„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის განყოფილებისა (UNODC ROCA) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა 2018-2021 წლებში გამოვლენილი დანაშაულები და არსებული სტატისტიკური მონაცემები, აქცენტი გაკეთდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა, სამართალდამცავი ორგანოების სისხლის სამართლის იურისდიქცია და კორუფციული დანაშაულის თავისებურებები.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ პერსპექტივებზე ისაუბრეს და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.