-12 გრადუსი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1734926796
„ელეგანტური, დახვეწილი და მოკრძალებული“,- ასე აფასებენ ყოველთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის საზოგადოებაში გამოჩენას მოდის ექსპერტები.
თავად ნუნუკა თამაზაშვილი იშვიათად ჩნდება ფართო საზოგადოების წინაშე, თუმცა მისი ყოველი გამოჩენა შვილებთან და მეუღლესთან ერთად მუდმივად იწვევს მედიის ყურადღებას და საზოგადოების აღფრთოვანებას.
პრემიერ მინისტრის ოჯახურ, აქამდე უცნობ ფოტოებს სოციალურ ქსელში დღეს გვერდი „Irakli Garibashvili 4 Georgia“ აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნუნუკა თამაზაშვილის მესამე შვილი იუბილარია.
8 წლის გაბრიელის ფოტოს ბიძა, ლექსო თამაზაშვილი აქვეყნებს და დისშვილს თბილ კომენტარს უწერს.
ფოტოზე, სადაც პრემიერის მესამე შვილი მამის სავარძელში ზის, ლექსო თამაზაშვილი ასე აღწერს: „უფროსების უფროსი“.
რაც შეეხება ნუნუკას ფოტოებს, მისი შეცვლილი იმიჯი შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
"ძალიან ლამაზები ხართ, მუდამ დახვეწილი და მოკრძალებული",- უწერენ ნუნუკას კომენტარებში და იუბილარ გაბრიელს იუბილეს ულოცავენ.
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872