თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
„დღის კოდის“ ეთერში მსახიობმა ელდინო საღარაძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ჩაანაცვლა სულის სიყვარულმა ფულის სიყვარული:
„და რომ მინდა… აგარაკი მინდა, ბევრი ფული მინდა, იმას არ მიჰყავხარ ცისკენ… ფული გჭირდება, რომ განვითარდე… ილია როგორც იტყოდა, საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარი სურვილისამებრი. აქაც მინდა შემოვიდა, ხედავთ? როგორც კი მინდა შემოვა, იქვე სვამს კითხვას საკუთარ თავზე მომუშავე, მე ამით ზევით მივდივარ თუ უფრო დამიწებული მდგომარეობისკენ? უნდა ვაღიარო, რომ არ ვარ სრულყოფილი და უამრავი რამ მაკლია, რომ იქამდე მივიდე…
ახლა ყველა სახის ეგოისტური სურვილი გააერთიანა ერთმა ფენომენმა, ეს არის ფული. ახლა ყველას უყვარს ფული. ფული თუ ეგულებათ, ძალიან ადვილად შეუძლიათ შეელიონ ღვთაებრივ ღირებულებას. ისე ჩაანაცვლა ფულმა სული… ს ჩაანაცვლა ფ-მ. რისი ბრალია, რომ ასეთ დღეში ვართ, აი, ამ ჩანაცვლების ბრალი. ქვეყნის მაგივრად ოჯახი ვარჩიე, ჩემი საკუთარი ოჯახი… ილია ამბობს, აღარ გვაქვს სიტყვა ჩვენ, გვაქვს მე. ფიზიკური სხეული კი მხოლოდ და მხოლოდ ეგოისტურს გკარნახობს. უნდა გათავისუფლდე ამ ეგოისტური სურვილიების მონობისგან…“