ახალი დეტალები მასშტაბური სპეცოპერაციიდან - ფონიჭალა ერთადერთი ლოკაცია არაა

სპეცოპერაცია

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავებულია 25 წლამდე მამაკაცი, რომელსაც გამოძიება ნარკორეალიზაციას ედავება.

სპეცოპერაცია ფონიჭალაში 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაიჩხრიკა დაკავებული მამაკაცის საცხოვრებელი სახლი. ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერებები.

თავისუფლების ქუჩა და ფონიჭალა ერთადერთი ლოკაცია არაა, სადაც ამ დროისთვის სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. 

ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. 

„ამ ეტაპზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული. ფონიჭალაში დაკავებულია 6 ნარკორეალიზატორი. ღონისძიებები სხვადასხვა დიდ ქალაქში გრძელდება. დღის ბოლომდე დაკავებულთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. ასევე ამოღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება დიდი და განსაკუთრებულად დიდი ოდენობით. განხორციელდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია აუდიო და ვიდეო ფაილების სახით. დაკავებულები არიან როგორც ქალები, ასევე კაცები. ამ ეტაპზე დაკავებულთა შორის არასრულწლოვანები არ ფიგურირებენ. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ფიგურირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, - განმარტავს კუპატაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალისთვის ემზადება - შთამბეჭდავი კადრები კულისებიდან

👉 „გარდაცვლილი ქალი საწოლზე იყო” - რა მოხდა ახალციხეში 2018 წლის დეკემბერში. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი გოგოს საქმის დეტალები

👉 ჰარი და მეგანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ - „კატასტროფული დევნის სამიზნე გახდნენ“

სხვა სიახლეები