პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
ქართული სამეცნიერო სფეროს გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ ფრაუნჰოფერის კვლევითი ინსტიტუტის (Fraunhofer Institute for Systems and Innovation Research ISI) (გერმანია, კარლსრუე) წარმომადგენლები. გერმანელ სტუმრებს თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი შეხვდა.
ფრაუნჰოფერის დელეგაცია თსუ-ში გერმანიის განათლების და კვლევის ფედერალური სამინისტროს გრანტის ფარგლებში (მდგრადი ერთობლივი პარტნიორული სტრუქტურების დამყარების ღონისძიებები - კვლევითი და ინოვაციური თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან) ჩამოვიდა.
ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის დელეგაცია ინოვაციების და ცოდნის ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რაინერ ფრიჩის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა ორდღიან სიმპოზიუმში „მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ინოვაციური ეკოსისტემის პოლიტიკის საშუალებით“ (Fostering Sustainable Development Through Innovative Ecosystem Policy). სიმპოზიუმი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის, აგრეთვე, იურიდიული ფაკულტეტების ორგანიზებით გაიმართა.
მიმდინარე წლის 17-20 მარტს გერმანიაში ქ. კარსლუეში ფრაუნჰოფერის კვლევით ინსტიტუტის პროექტის (“კვლევითი და ქსელური ღონისძიებები საქართველოს უნივერსიტეტებთან ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის დასამყარებლად“) ფარგლებში თსუ დელეგაცია (ირინა ბათიაშვილი, მორის შალიკაშვილი, მერაბ ხოხობაია) ფრაუნჰოფერის კვლევით ინსტიტუტს სტუმრობდა.
ინფორმაციას თსუ ავრცელებს.