პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა. დიდი თუ პატარა ყველა სიხარულით ელოდება ახალი წლის შემობრძანებას. საქართველოს ყველა რეგიონში განსაკუთრებული ფუსფუსია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“, ქვეყნის 63 ქალაქში დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ყველა მუნიციპალიტეტში მოწყობილია საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
საახალწლო ღონისძიებები დღეს 2 საათიდან დუშეთის, ხარაგაულის, ყვარელისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში იმართება.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, სადაც წინასაახალწლო ღონისძიებები იმართება.
გურიაში, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა - მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ადგილობრივი ანსამბლების შემდეგ, მსმენელის წინაშე ირინა ბაირამაშვილი, დათო ლონდარიძე და ჯგუფი „გუფი ლენდი“ წარდგნენ. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ფოთის მთავარი ნაძვის ხე ქალაქის მთავარ მოედანზე 23 დეკემბერს აინთო. სადღესასწაულო ღონისძიებები ფოთში ანსაბლ ,,ალილოს“ და ჯგუფ ,,გუფი ლენდის“ მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით გაიხსნა.