გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
გორშეღმის ხეობის ბოლო მცხოვრები მიხა არაბული 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიხა პაპა, გუშინ, 15 იანვარს დაკრძალეს.
ხევსურ მარტოკაცს, მიხა არაბულს მშობლიურ სოფელ ორბეულთაში (ზეისტეჩო) სურდა დაკრძალვა და ეს სურვილი შეუსრულეს.
ბარისახოდან სამანქანო გზა მიდის სოფელ წინხადუმდე (შესაძლებელია მხოლოდ ზამთრისთვის მომზადებული მაღალი გამავლობის მანქანებით გადაადგილება - დრო დაახლოებით 1.5 - 2 საათი). წინხადუდან 2.5 კილომეტრი საფეხმავლო გზაა (დრო 40 წუთი - 1 სთ). დანარჩენი გზა უკანასკნელ განსასვენებლამდე ფეხით აიტანეს...
„მთის ამბებმა“ მიხა პაპას უკანასკნელი გზის ფოტორეპორტაჟი გადაიღო, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს.