„ფიდელ კასტრო „ბონიტა, ბონიტას“ ძახილით ცდილობდა ყურადღების მიქცევას...“ - ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა

 ტელეწამყვანი ლია მიქაძე და ფიდელ კასტრო

86 წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

ლია მიქაძე, დაიბადა 1936 წლის 3 მაისს, თბილისში. 1954 წელს, ჩააბარა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში.

ტელეწამყვანი, ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში, თითქმის, ნახევარი საუკუნე გაატარა.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, ტელევიზიის პირველ წამყვანებს - ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს — საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა.

ქართული ტელევიზიის ისტორია, სწორედ, ლია მიქაძესთან ერთად იწყება. 1956 წელს, როდესაც პირველი ტელევიზიის გახსნისთვის მზადება დაიწყო, თეატრალური უნივერსიტეტის პირველკურსელმა ლია მიქაძემ, კონკურსში გაიმარჯვა. მან საქართველოს ტელევიზიაში, ნახევარი საუკუნე გაატარა. 

1956 წლის 30 დე­კემ­ბ­რის სა­ღა­მოს ეთერ­ში გა­ვი­და „თბი­ლი­სის ტე­ლე­ხედ­ვის" პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა. იმ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი თბი­ლი­სე­ლე­ბის ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის ეკ­რა­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც სახ­ლ­ში ეს სა­ო­ცა­რი ყუ­თი ედ­გათ, გა­მოჩ­ნ­და ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნას ლა­მა­ზი სა­ხე და მო­ღი­მა­რი თვა­ლე­ბი. იგი მი­ე­სალ­მა მა­ყუ­რებ­ლებს, შემ­დეგ კი თა­ვი­სი სტუმ­რე­ბი წა­რუდ­გი­ნა.

პირ­ვე­ლი დიქ­ტო­რე­ბი ალექ­სან­დრა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და ლია მი­ქა­ძე იყ­ვნენ. მა­უ­წყებ­ლო­ბა, კვი­რა­ში ექ­ვსი დღე, სა­ღა­მოს 7 სა­ათ­სა და 30 წუ­თი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

 

თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დია, ერთ პა­ტარა ოთახს წარ­მო­ად­გენ­და, რო­მელ­საც ერთი უძ­რა­ვი კა­მე­რა ჰქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მა­უ­წყებ­ლო­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

1958 წლი­დან იწყე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბი. 1968 წლის 1-ელ აპ­რილს, გა­იხ­სნა, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა „მო­ამ­ბე".

ამ დრო­ის­თვის, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უკვე იზ­რდე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ის დიქ­ტო­რე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა. მათ ცნობ­დნენ ქუ­ჩა­ში და გა­მო­ხა­ტავ­დნენ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას.

პო­პუ­ლა­რულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­ხე­ე­ბად იქ­ცნენ - და­ვით ძი­გუა, ალექ­სან­დრა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ლია მი­ქა­ძე, ომარ ტი­ვა­ძე, თენ­გიზ ნა­თა­ძე, და­ვით სო­კო­ლო­ვი, ჟა­ნე­ტა არჩვა­ძე, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე, ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლი, ნა­თე­ლა ბოლ­ქვა­ძე, ირმა გუ­რი­ე­ლი, ირი­ნა მა­თი­აშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა მა­ჩა­ბე­ლი და სხვ. 

ლია მიქაძე, მაყურებელში, პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა, გარდა მხატვრული სახის გადაცემებისა, მას ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ხშირად მიჰყავდა საზეიმო შეხვედრები, თუ კონცერტები.

მის ბიოგრაფიაში არის ერთი საინტერესო ისტორია, რომლის შესახებაც საქართველოში საკმაოდ დიდხანს ხმამაღლა არ საუბრობდნენ, რაც მთავარია, თავად მას, არ სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი.

„რომ არა ბ-ნი აკაკი ხორავა, ეს ფაქტი, საბოლოოდ დაფარული იქნებოდა, მაგრამ ახლა უკვე გასახსენებლად სასიამოვნოა...“, - აღნიშნავს ლია მიქაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.  

ცნობილია, რომ ლია მიქაძის სილამაზით, თავად ფიდელ კასტრო იყო მოხიბლული.

საქართველოსთან, ფიდელს საინტერესო ისტორია აკავშირებდა. მას ქართველი ქალბატონი, თურმე ისე მოეწონა, რომ კუბაში გადასახლებაც კი შესთავაზა.

ეს ქალბატონი საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორი, ულამაზესი ლია მიქაძე იყო. კუბის რევოლუციის ლიდერისა და ლია მიქაძის შესახებ ისტორიაზე, საქართველოში საკმაოდ დიდხანს ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, თუმცა ჭორად, ხმები ქალაქში მაინც დადიოდა...

1961 წელს 25 წლის საოცრად მომხიბვლელი გარეგნობის ლია მიქაძე (და უკვე საკმაოდ პოპულარული წამყვანი), ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ცნობილი კომუნისტი - პარტოკრატი, მოლოტოვი ხელმძღვანელობდა, კუბაში გაემგზავრა.

ჯგუფში იყვნენ ხელოვნების გიგანტები - ვერა მარეცკაია, გიორგი ტოვსტონოგოვი, ოლეგ ეფრემოვი, აკაკი ხორავა, იონა ტუსკია...

კუბა, რევოლუციის ორი წლის თავს ზეიმობდა. ხოსე გრანტეს მოედანზე, სამხედრო აღლუმი გაიმართა. ექვსი საათის განმავლობაში, ახალგაზრდა ლიდერი ფიდელ კასტრო, მგზნებარე სიტყვით გამოდიოდა.

იქ შენიშნა თურმე მან ლია მიქაძე და შემდეგ ფიდელ კასტრო „ბონიტა, ბონიტას" (ლამაზო) ძახილით ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას.

კასტრო მაშინ უცოლო იყო, არც ლია იყო გათხოვილი, მაგრამ კასტროს შეთავაზებაზე უარი თქვა. მეორედ, მათი შეხვედრა, თბილისში შედგა.

 

ამბობენ, რომ ქართველ ტელეწამყვანს იმ დროისთვის უცოლო რევოლუციონერმა, ცოლობა და კუბაში დარჩენა შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო.

მეორედ, მათი შეხვედრა, 1963 წელს შედგა, როცა საბჭოეთის ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა, საბჭოეთის მეგობარი ფიდელ კასტრო, საქართველოში მიიწვია.

 „ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე, უამრავ საინტერესო ადამიანთან მქონდა ურთიერთობა“, - ასე მორიდებულად იხსენებდა წლების შემდეგ ლია მიქაძე ფიდელ კასტროსთან შეხვედრას.