ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ფემიციდი

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს’’ სამედიცინო პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებთან ისაუბრეს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის და ფემიციდის საკითხებზე.

ასევე ყურადღება დაეთმო დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს, დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს და არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამედიცინო პერსონალის სამართალდამცავ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN)-ის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.