რუსთავის პროკურატურის წარმომადგენელმა, კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

პროკურატურა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, რუსთავის  პროკურატურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

პროკურორმა შეხვედრის მონაწილეებთან ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის და ფემიციდის საკითხებზე ისაუბრა. განხილულ იქნა დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, ასევე არსებული გამოწვევები.  შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით  მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.