თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
1783103341
აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მრჩეველთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილ გრიპის პირველ mRNA ვაქცინას mFlusiva. ახალი ვაქცინის შესახებ მონაცემები სამედიცინო ჟურნალ The New England Journal of Medicine (NEJM)-შიც გამოქვეყნდა.
კლინიკური კვლევის (FLUENT) შედეგების მიხედვით, mFlusiva გრიპის პრევენციაში დაახლოებით 26.6%-ით უფრო ეფექტურია, ვიდრე დღეს გამოყენებული ტრადიციული ვაქცინები. მეცნიერების შეფასებით, mRNA ტექნოლოგია უფრო ძლიერ და ხანგრძლივ იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს, ასევე ვაქცინის სწრაფად განახლებას შესაძლებელს ხდის, როდესაც გრიპის ახალი შტამები ჩნდება.
პირველ ეტაპზე ვაქცინა 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რადგან სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფშია გრიპით გამოწვეული მძიმე გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი რისკი.
სპეციალისტების შეფასებით, mFlusiva შესაძლოა უახლოეს წლებში სეზონური გრიპის პრევენციის ახალი სტანდარტი გახდეს და მნიშვნელოვნად შეამციროს დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილიანობის შემთხვევები.