პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში განვითარებულმა საომარმა მოქმედებებმა, სასურსათო და ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ, ინფლაცია კიდევ უფრო გააღრმავა. შექმნილი ვითარების გამო, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 27 აპრილს გამოსცა №753 განკარგულება - „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“.
განკარგულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების ფარგლებში, დასაშვები ხდება თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება და სახელშეკრულებო ფასის კორექტირება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ცვლილების დაანგარიშება, საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ დადგენილ სამშენებლო მასალების ფასების ინდექსს დაეფუძნება.
განკარგულებით დადგენილი წესით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება ფასთა ინდექსაცია და რა საფუძვლებით არის შესაძლებელი ფასთა ინდექსაციით თანხის განსაზღვრა/ანაზღაურება. სამუშაოების შესრულების პერიოდი, რა დროსაც ფასთა ინდექსაციის გამოყენება არის შესაძლებელი, არის მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში - 2022 წლის პირველი აპრილიდან შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოები და მიმდინარე და 2022 წლის 1 მაისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოები.
ასევე, განსაზღვრულია თუ რა შემთხვევებზე არ ვრცელდება ფასთა ინდექსაცია. როგორც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ინდექსაციის წესი, მსოფლიოში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესის მხარდასაჭერად დამტკიცდა.
„ეს მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ჯერ პანდემიის, შემდეგ კი ომის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, საჭირო გახდა ფასთა ინდექსაციის წესის დამტკიცება. ეს საშუალებას მისცემს ბიზნესს, რომ პროექტების განხორციელებაში შეფერხება არ ჰქონდეთ და ამის გამო ბიზნესპროცესების განხორციელება არ შეწყდეს, შენარჩუნდეს აღებული ვალდებულებების შესრულების ვადები და დასაქმების პირობები,“ - აღნიშნა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
განკარგულების შესაბამისად, ფასთა ინდექსაციის განსაზღვრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი, მისი ასიგნებების ფარგლებში. ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით.