დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დასაქმება და თვითდასაქმება, სამსახურები და საზოგადოების დამოკიდებულება შესასრულებელ სამუშაოზე, ხშირად კამათის საგანია. მართალია, ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილები ჭირს და ხალხს პირველადი საჭიროების დაკმაყოფილების საშუალება არ აქვს, მაგრამ იმ ვაკანსიებზეც კი სცხვენიათ დასაქმება, რომელიც მომსახურების სფეროშია.
ჩვენს საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ გარკვეულ პოზიციებზე მუშაობა დამაკნინებელია და ამ მიზეზით დასაქმებაზე უარს ამბობენ. არიან ისეთებიც, ვინც საქართველოში ოჯახში დამხმარედ, ძიძად, მეეზოვედ, კონსულტანტად არ დასაქმდა, თუმცა იგივეს საზღვარგარეთ აკეთებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა დასავლური ხელფასია და ასევე, საქართველოში საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი პოზიციებიც.
ამ თემაზე "პრაიმტაიმი" ცნობილ მსახიობს თამარ მაყაშვილს ესაუბრა, რომელიც თვლის, რომ არანაირი შრომა სათაკილო არაა... მან თბილისის მერიას მეეზოვის პოზიციაზე მუშაობისთვის მიმართა...
"ტელევიზიებში მიწვევენ, მაგრამ არ მასაქმებენ. ახლა, უმუშევარი ვარ და სამუშაო ძალიან მჭირდება. არ მესმის ადამიანების, ვისაც შრომა ეთაკილება. მეეზოვიდან დაწყებული არანაირი შრომა არაა სირცხვილი. ისეთი არისტოკრატია და ისეთი ოჯახის შვილები მუშაობენ მომსახურების სფეროში, რომ ვერავინ წარმოიდგენს...
ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ინტელექტუალურ ადამიანს შრომა არ ეთაკილება. რომ ამბობენ, ამას როგორ გავაკეთებ, იმას როგორ გავხეხავო, ისე კარგად გავხეხავ, როგორც დაგიბარებიათ...
მე პირადად, თანახმა ვარ ოჯახში დამხმარედ ვიმუშაო - ვიმღერებ, ვიცეკვებ, გავართობ, კარგ ისტორიებს მოვყვები, ვამეცადინებ... კარგი საჭმელი, კარგი დალაგება, კარგი გართობა, მეტი რა უნდათ? ან ამაში რა არის სირცხვილი?!
მერიაში სასაცილოდ არ ეყოთ, როდესაც დავწერე, რომ მეეზოვედ დასაქმება მინდოდა, პასუხიც არ გამცეს, ალბათ იფიქრეს, რომ ვშაყირობდი... როცა მერს შევხვდი, მითხრა, ერთ დღეს, თქვენთან ერთად სიამოვნებით დავალაგებო. ვუპასუხე, თქვენ ხვალ მინისტრის სავარძელში გიხილავთ, მე კი ისევ მშიერი სახლში უნდა დავბრუნდე - მეთქი." - ამბობს თამარ მაყაშვილი.