Exclusive: „ახლა მეწყება რთული ოპერაციების მეორე ეტაპი...“ - როგორ დაიკლო სოფი ნურაშვილმა 80 კილოგრამი

სოფი ნურაშვილი

სოფი ნურაშვილი „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა, რომელიც საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლობს. როგორც მისი წინა ინტერვიუდან შეიტყვეთ, მიზანდასახულია და მუდამ წარმატებისთვის იბრძვის.

ამჯერად, მოგიყვებით მისი გარდასახვის შესახებ. როგორ მოახერხა 24 წლის ასაკში, დაახლოებით, 80 კილოგრამის დაკლება.

სოფი ნურაშვილი: ძალიან, ძალიან გამხდარი ბავშვი ვიყავი, დედა კოვზით დამდევდა ხოლმე. შემდეგ გამიუარესდა ჯანმრთელობა, მომემატა მადა და მეხუთე კლასიდან წონაში მატება დავიწყე. თითქმის მთელი ბავშვობა ჭარბწონიანი ვიყავი.

განსაკუთრებით 19 წლის ასაკში მოვიმატე, მანამდე, წონას 80 კილომდე ვინარჩუნებდი ხოლმე, მაგრამ მერე 140-მდე ავედი. ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა: ვფიქრობდი მანქანის ყიდვას, ადელმა წონაში ძალიან დაიკლო, ამავდროულად, ჩემი მეგობარი საავადმყოფოში მუშაობდა, დამიკავშირდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ბარიატრიული ჰქონდა გაკეთებული და თავიანთი გამოცდილებაც გამიზიარა. დაქალებმა მაიძულეს, რომ ექიმთან კონსულტაციაზე მივსულიყავი, რადგან მანქანას თუ ვიყიდდი, დარწმუნებული იყო ყველა, რომ ჩემი წონა არ გაჩერდებოდა.

„სეილების“ გიჟი ვარ, მივედი კონსულტაციაზე და ექიმმა ძალიან დიდი ფასდაკლება შემომთავაზა, არც კი დავფიქრებულვარ, ოპერაცია 1 კვირაში, სრულიად მარტომ გავიკეთე, დაახლოებით, 2 წლის წინ. ეს იყო ყველაზე მაგარი და ჭკვიანური ინვესტიცია ჩემს ცხოვრებაში. 

- სოფი, ჭარბი წონის გამო კომპლექსი თუ გქონდა? 

- არანაირი კომპლექსი... როცა მე ვიყავი ჭარბწონიანი, ვიყავი ძალიან თავდაჯერებული. ასევე ვიყავი „პლის საიზი“ მოდელი, ძალიან მომწონდა ჩემი თავი. მანამდე სულ მეუბნებოდნენ, დაიკელი, დაიკელიო. რომ ვიბრძოლე და მიმიღეს ისეთი, როგორც მე ვიყავი იმ დროისთვის, მაშინ უკვე მივხვდი, რომ ეს მიზანი მიღწეულია და ახალი მიზნებისთვის დრო უნდა გამომეყო.

რომ მეუბნებოდნენ, შენ ლამაზი ხარ, მაგრამ..... მაგრამ მსუქანი... სიმსუქნე თითქოს დაბალი ღობეა, ან ვინმეს განსასჯელი. ღმერთმა ყველას გავშოროს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ვინმე მოდის და გვეუბნება, „აუ, იცი შენ კიბო გაქვს“, ეს ხომ არ შეიძლება.

თვითშეფასებას ვერ მიქვეიუთებდნენ, სარკეში რომ ვიყურებოდი, ვფიქრობდი, ოპერაციას იკეთებს ხალხი იმისთვის, ასეთი ცხვირი რომ ჰქონდეს, ოპერაციას იკეთებენ, რომ ასეთი წარბი ჰქონდეთ, ღმერთმა ყველაფერი მომცა... რატომ უნდა ვიყო მახონჯი, რადგან დიდი ზომები მაქვს?!

მე ძალიან მიყვარს ჩემი „პლუს საიზი“ ქალბატონები. არიან ულამაზესები, უსექსუალურებელი და ყველაზე პოზიტიურები. ჩემი თავი მახსოვს, მაშინ უფრო თავდაჯერებული გამბედავი და მიმწოლი ვიყავი, ვიდრე დღეს.

- მიუხედავად იმისა, რომ კომფორტულად იყავი საკუთარ თავთან, წონაში დაკლება მაინც გადაწყვიტე, რატომ? და რა შეიცვალა ამის შემდეგ?

- კვება უკვე ძალიან ძვირი მიჯდებოდა. სიმართლე გითხრათ, ჯანმრთელობის მხრივ, ყველაფერი მწყობრში მქონდა. როდესაც ხარ ჭარბწონიანი და ისეთი საკვებისკენ გაქვს მიდრეკილება, რომლის ჭამის შემდეგაც ძალიან დაღლილად გრძნობ თავს, ეს ცუდია. ახლა იმისთვის მივირთმევ, რომ ენერგია მქონდეს.

ჭარბწონიანობის ძალიან მადლიერი ვარ, რადგან არ ვიყავი მოტივირებული, რომ ბიჭებს ან ვინმეს მოვწონებოდი. სამსახურშიც ვერ იძახდნენ იმას, ლამაზია და... ყველაფერს რასაც მივაღწიე, მივაღწიე ტვინით და ჩემი გამძლეობით, მიწოლით. ჭარბწონიანობამ მასწავლა გადაულახავის გადალახვა და რომ არასდროს უნდა დანებდე.

არც ბიჭების, არც გოგონების აზრები მაინტერესებდა. ჭარბწონიანობის დროს, როცა ძალიან ბედნიერი ვიყავი, ამაზე გამხდარ გოგოებს დიდი პროტესტი ჰქონდათ. მე ლამაზი ვარ, რადგან გამხდარი ვარო, ეს მსუქანია და წესით, ლამაზად არ ითვლება, რატომ უნდა იღიმოდეს და ბედნიერი რატომ უნდა იყოსო... შეგრძნებებშიც კი ასეთი პროტესტი ჰქონდათ.  XS, S, M, L, XL, 2XL, 4XL, ყველა ლამაზია, მთავარი ატრიბუტი სილამაზეში არის თავდაჯერებულობა და თავდაჭერილობა.

- გაგვიზიარე ახლა როგორ იკვებები;

- პურის შეუგუებლობა მჭირს, ადრე ერთ ჭამაზე ერთი პური არ მყოფნიდა. იშვიათად, ლობიანსა და ხაჭაპურზეც ვერ ვამბობ უარს. ძალიან ცოტას მივირთმევ. მე რომც მოვიდნომო, ახლა კუჭს ვერ გავიზრდი, ის ზომა აღარ იქნება. 

ჩემმა ექთანმა დაქალმა, რომელიც ოპერაციას ესწრებოდა, მითხრა, ექიმი ხუმრობდა, ამხელა კუჭი ცხოვრებაში ნანახი არ მაქვსო (იცინის). ოცნებად ჯანსაღი ცხოვრების წესი მქონდა, სულ მინდოდა ბოსტნეულის მირთმევა. 

- ამბობენ, რომ სწორი, ჯანსაღი კვება უფრო ძვირი ჯდება და ბევრი ამის გამო ვერ მისდევს ცხოვრების ამ სტილს. შენ რას ფიქრობ?

- არანაირად. თავები არ მოიტყუოთ. დროის სიმწირის გამო, სულ ვუკვეთდი, მაგრამ დღეს ერთი შემწვარი კვერცხიც მყოფნის; ერთი პომიდორი და ერთი ნაჭერი ყველი; 2 ნაჭერი ხორცი საკმარისია. პირიქით, ასეთი კვება ძალიან ბიუჯეტურია.

- როგორ გრძნობ თავს ოპერაციის შემდგომ, საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა?

- ჩემი გარდასახვის პირველი ეტაპი დასრულდა - 7 თვეში დაახლოებით, 80 კგ-მდე დავიკელი. ახლა მეორე ოპერაციისთვის ვემზადები, რომელიც კორექციას გულისხმობს. ახლა მეწყება რთული ოპერაციების მეორე ეტაპი. „პრაიმ ჰაუსის“ შემდეგ მალევე ვაპირებ.

სულ ჯანმრთელი ვიყავი, ვერც წარმოვიდგენდი, ოპერაცია ოდესმე თუ დამჭირდებოდა. არც უნდა დაფიქრდე, თვალები უნდა დახუჭო და უნდა გააკეთო. კეთებაში სწავლობ. 

- სხვა სახის ოპერაცია თუ გაქვს გაკეთებული, მაგალითად, პლასტიკური?

- ტუჩებზე მეკითხებიან ძალიან ხშირად, ტუჩი დაახლოებით, 2 წლის წინ გავიკეთე, მაგრამ 1 კვირაში „ფაიზერის“ ვაქცინა მომიწია, გამგზავრება მიწევდა. ცხვირიც ბუნებრივია... პუტკუნა რომ ვიყავი, უფრო პატარა ცხვირი მქონდა, მაგრამ არაუშავს (იცინის).

Exclusive: რას საქმიანობდა სოფი ნურაშვილი „პრაიმ ჰაუსამდე“ - „მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, მინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო“