1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გასული კვირის ხალხის რჩეული და ახლა უკვე ნახევარ ფინალისტი კრისტი აბაკუმოვა საკუთარი ცხოვრების და ემოციების შესახებ ჰყვება.
„უმამოდ გავიზარდე და ბავშვობიდან მიწევდა, რომ ვყოფილიყავი ძლიერი და დამოუკიდებელი. როდესაც სკოლაში, უფროსკლასელებთან პრობლემები მქონდა, ჩემი თავის დაცვა მიწევდა, რომ ზედმეტი არაფერი გაებედათ. ჩამომიყალიბდა ძლიერი ხასიათი, თუმცა, ამავდროულად, ემოციური და იმპულსური. ვიღაც რაღაც ისეთს რომ მეუბნება და ვხვდები, რომ არ არის მართალი, ჩემთან სწორი, გადავდივარ შეტევაზე, იმიტომ, რომ რეალურად ეს თავდაცვის ინსტინქტია.
შეიძლება, ვჩანვარ უხეში, მიმწოლი ზედმეტად, მაგრამ ჩემში კიდევ მეორე მხარეა, ნაზი, თოჯინა, ბარბი გოგო, რომელსაც ძალიან უნდა, რომ იყოს პრინცესა, რომელიც რომანტიკით ცხოვრობს, უყვარს მუსიკა, მარტო სეირნობა, უყვარს ტყე, ბუნება... ასეთი კრისტიც არის ჩემში.
დედას რამდენჯერმე ემიგრაციაში მოუწია ყოფნა. მერე უკვე მარტო გადავედი საცხოვრებლად, დავიწყე მუშაობა, თან რა თქმა უნდა, ვსწავლობდი და ჩემით ვაკეთებდი ყველაფერს.
ყოველთვის ვფიქრობ, რომ კრისტი იყავი ძლიერი, მოვა ის დრო, როდესაც ყველაფერი გექნება და ასეც მოხდა ახლა... ბევრად უფრო ძლიერი ვარ. კრისტი, რომელსაც სჭირდება, რომ მასზე იზრუნონ, ჩაეხუტონ, მოეფერონ, რომ კიდევ უფრო ძლიერად და დაცულად ვიგრძნო თავი. ალბათ, ეს თავის დროზე მაკლდა.
დედა ყოველთვის ჩემს გვერდით იყო... მაგრამ სულ სხვა არის მამის სითბო და მხარდაჭერა, ალბათ ეს რომ მაკლდა, ამიტომ ვარ უხეში, რაც არ მომწონს. კი, ძლიერი ვარ, მაგრამ უფრო მეტად მინდა, რომ ჩემი ნაზი მხარეები ჩანდეს,“ - ამბობს კრისტი აბაკუმოვა.
ასევე ნახეთ:
⇒ დიანა ღურწკაიამ რუსეთი დატოვა - რას წერს ადგილობრივი მედია
⇒ ქეთა თოფურიამ შვილს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა - ნახეთ, კადრები