ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
ევროპის მასშტაბით ტრაილერების 200-მდე ქართველი მძღოლი გაიფიცა. მათი თქმით, პოლონურმა კომპანიამ ისინი მოატყუა და ხელფასებს არ უხდის. ემიგრანტები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ტრაილერებზე ლეგალურად დასაქმებული ქართველების თქმით, დაახლოებით ორი თვეა, რაც მუშაობენ, თუმცა პოლონური კომპანიისგან, რომელშიც დასაქმებულები არიან, შრომის ანაზღაურება არ მიუღიათ. მძღოლებს სატვირთო ავტომობილები რამდენიმე ქვეყანაში ჰყავთ გაჩერებული, მათ შორის, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში.
„დაახლოებით 200 მანქანაა გაჩერებული. ერთი კვირაა, გაჩერებულები ვართ ხელფასების გამო. სადღაც 55 დღის ხელფასი გვაქვს ასაღები. კომპანიასთან კონტაქტი გვქონდა, მაგრამ იქიდან პირიქით, მუქარები იყო“, - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.
გაფიცულები, დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან.