„ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი“ - რა წერია წერილში, რომელიც „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულმა თამარ გოლდბერგმა 17 წლის ასაკში დაწერა?

tami

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ გაუჩინარებული ქართველი ებრაელი ახალგაზრდა ქალი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა დამ, მარიამ გოლდბერგმა გაავრცელა.

თამარს 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეძებდნენ. ის სწორედ იმ მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, სადაც „ჰამასმა“ ორი კვირის წინ, გასართობად შეკრებილ ასეულობით ადამიანზე სასტიკი თავდასხმა განახორციელ

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც თამარ გოლდბერგის მამამ გადასცა. ლაშა ჟვანიას თქმით, ეს წერილი 17 წლის თამარ გოლდბერგმა დაწერა:

„გუშინ მამამ, 2015 წელს, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში თამის მიერ ინგლისურად გალექსილი ნააზრები მიჩვენა.ქართულად, მოკლედ ასე ჟღერს:

„შენთვის; ჩვენთვის; გარშემომყოფთათვის; ცოცხალთა და მკვდართათვის; უპოვართა და ყოვლისმქონეთათვის; შენი საკუთარი თავისთვის!.. შეიწყნარე განსხვავებული, აღიარე შეცდომები, ეგოგმანე სიყვარულს, გახსენი გონება და იცხოვრე!?“

ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი. ამის შემდეგ 7 წლის თავზე, თამი, რომელიც ყოველწლიურად საქართველოში ატარებდა თავისუფალ დროს, სიძულვილით გონება და სულდაბინდული ორგანიზებული ტერორის მსხვერპლი გახდა“ - წერს ლაშა ჟვანია.

ასევე დაგაინტერესებთ:

ხვიჩა კვარაცხელია ჯვრისწერის აქამდე უცნობ კადრებს აქვეყნებს

ქართული მაფიის მასშტაბური შეკრება ხორვატიაში - რა კავშირშია თბილისის ციხეში მომხდარი დაპირისპირება

„მე მართლა მჯეროდა, რომ ჩემი ფიზიკური ნაკლის გამო, მიტოვების ღირსი ვიყავი...“ - თაია ჭიჭინაძე