„ეს სიმპტომი წნევას არ დააბრალოთ...“ - როგორ უნდა მიხვდეთ, რომ სასწრაფოდ საავადმყოფოში წახვიდეთ

ცოტნე ჩხიკვიშვილი

რა სიმპტომები ახლავს თან ანევრიზმას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები - თემაზე გადაცემაში "იმუნიტეტი" "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" წამყვანი ნეიროქირურგი ცოტნე ჩხიკვიშვილი საუბრობს:

- თუ ანევრიზმა დიდი ზომის არ არის, ასეთ შემთხვევაში, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ძალიან იშვიათად, როცა კონკრეტულ ლოკაციაზეა, შუილის ან მსგავსი სიმპტომი იყოს, მაგრამ ასეთ დროსაც პირდაპირ ვერ ვიტყვით. გიგანტური ანევრიზმა კი სიმსივნის იმიტაციას აკეთებს, რადგან, როგორც მასა, ისე აწვება თავის ტვინს.

ძირითადად, პაციენტებთან, რომლებმაც ანევრიზმა შემთხვევით აღმოაჩინეს, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გადაღეს, ის სიმპტომები, რის გამოც კვლევა დაიწყეს, ანევრიზმასთან არაფერ შუაში არ არის ხოლმე. არც თავბრუსხვევა, არც თავის ტკივილი, არც გულისრევა და არც სხვა რაიმე მსგავსი ნიშანი... ანევრიზმას თუ აღმოვაჩენთ, მისი კონტროლი და მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადავწყვიტოთ, პაციენტს ოპერაცია სჭირდება თუ არა.