„ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, გვიანობამდე არ დამეძინა“ – მატილდა გვარლიანი Victoria’s secret-ის შოუზე

მატილ

მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria’s secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა. სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო ვრცელდება, რომელიც მატილდას გამოსვლის კადრებს ასახავს.

stylenotcom-მა „ინსტაგრამზე“ მატილდას კომენტარიც გაგვიზიარა, სადაც იხსენებს მომენტს, როცა პირველად უყურა Victoria’s Secret-ის შოუს.

„Victoria’s secret-ის შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, რომ გვიანობამდე არ დამეძინა. შოუს დროს დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და თითქოს ერთ-ერთი ვიყავი ამ გოგონებიდან“, – ამბობს მოდელი.